საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ორი ინსტიტუციის თანამშრომლობას სასწავლო პროგრამების ერთობლივად განხორციელების და ადმინისტრირების კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატთა სასწავლო ცენტრის დირექტორი თინათინ ქარცელაძე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი.